среда, 22 июня 2016 г.

Intel - ის ტრენინგის მესამე დღე

დღეს დავესწარი ტრენინგის მე-3 დღეს. ვიმუშავეთ მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინება, სადაც განვიხილეთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა, მიმართულების საკვანძო კითხვები, სტანდარტები და ინდიკატორები.


ვფიქრობ, დღე მართლაც ნაყოფიერი და სასარგებლო იყო, რადგან უფრო კარგად გავერკვიე საკითხთან დაკავშირებულ დეტალებში.ვნახეთ დოკუმენტი 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე,  ...-ს მიხედვით ჩვენი პროექტისათვის შევარჩიეთ სტანდარტები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. ვისაუბრეთ მიზნებზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები, გავეცანით ბლუმის განახლებული ტაქსონომიის დოკუმენტს. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და ვივარჯიშეთ მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაში. საშინაო დავალებად მოცემული გვაქვს მოვიფიქროთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.

Комментариев нет:

Отправить комментарий