среда, 29 июня 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვისწავლე,როგორ ავტვირთო პრეზენტაცია ბლოგზე.ავტვირთე საკუთარი პრეზენტაცია. ვიმუშავე მოდული 4 -ში სასწავლო ნიმუშის შექმნაზე.განვსაზღვრე  პროექტის აქტივობები ჯგუფებში მუშაობისას.დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ დაგეგმილი აქტივობები. ვიმუშავე მოსწავლის ნიმუშზე პრეზენტაციის შაბლონში.ჩავინიშნე დავალება: დავასრულო პრეზენტაცია.მოვამზადო მოსწავლის გაზეთი.გეგმის შაბლონში შევავსო მოსწავლის წინარე ცოდნა. დავიწყო სასწავლო პროცედურების შევსება.

понедельник, 27 июня 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეხუთე დღე


27.06.2016 წ .
მეხუთე დღე დავიწყეთ განვლილი 4 სატრენინგო დღის გახსენებით,თუ რა შევქმენი,რა ვისწავლე და ა.შ.ვიმუშავე პრეზენტაციის შაბლოში ,ტრენერის დახმარებით დავწყვილდით და ვიმუშავეთ წყვილებში. მოვახდინეთ უკუკავშირი.
გავეცანი რა არის პირადი და საავტორო უფლებები. გადმოვწერე ინტერნეტიდან გამოყენებული ლიტერატურის დასაავტორო უფლებების  შაბლონებირომლებშიც ასახულია გამოყენებული ლიტერატურის წყაროები და შევინახე შესაბამის საქაღალდეში.
ვნახე ,როგორ ვიმუშავებდი ბლოგზე ინსტრუმენტების გამოყენებით.ბლოგს შევურჩიე ფონებივისწავლე სათაურის შეცვლა,blog post-ის სახელის შეცვლაბლოგის წაშლა და აღდგენა.გავეცანი პრაქტიკულ და თეორიულ
ინფორმაციას გაჯეტების შესახებ.პრაქტიკულად შევასრულე და დავამატე ბლოგზე 
გაჯეტებიასევე ვისწავლე ბლოგის მისამართის გაგზავნალინკად გადაქცევა და ლინკიდან გახსნა.ფოტოების განთავსება.
ჩავინიშნე დავალება,რომელიც შემდეგში მდგომარეობს: Intel-ის სასწავლო კურსის რესურსებში კიდევ ერთხელ ვნახო და გავეცნო: საავტორო უფლებებს;საავტორო უფლებების ნებართვის წერილებს და  დაწყებითი კლასის შესაბამის მაგალითებს.
აგრეთვე,  სისრულეში მოვიყვანო  პროექტის პრეზენტაცია,რომელიც შენახული მაქვს პირად პორტფოლიოში სასწავლო პროექტის გეგმის საქაღალდეში.
 აქვე მიჩნდება შეკითხვა: - სად შემიძლია ამდენი?! :)  :* 

воскресенье, 26 июня 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეოთხე დღე


მეოთხე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით,რომელიც მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხევს შეეხებოდა.ვიმუშავე  შეფასების ინსტრუმენტებზე. შევარჩიე ისეთი ინსტრუმენტები,რომელიც დამეხმარება წინარე ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში.ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს.

среда, 22 июня 2016 г.

Intel - ის ტრენინგის მესამე დღე

დღეს დავესწარი ტრენინგის მე-3 დღეს. ვიმუშავეთ მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინება, სადაც განვიხილეთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა, მიმართულების საკვანძო კითხვები, სტანდარტები და ინდიკატორები.


ვფიქრობ, დღე მართლაც ნაყოფიერი და სასარგებლო იყო, რადგან უფრო კარგად გავერკვიე საკითხთან დაკავშირებულ დეტალებში.ვნახეთ დოკუმენტი 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე,  ...-ს მიხედვით ჩვენი პროექტისათვის შევარჩიეთ სტანდარტები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. ვისაუბრეთ მიზნებზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები, გავეცანით ბლუმის განახლებული ტაქსონომიის დოკუმენტს. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და ვივარჯიშეთ მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაში. საშინაო დავალებად მოცემული გვაქვს მოვიფიქროთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.

понедельник, 20 июня 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეორე დღე

20.06.2016 წ .
2 დღე
ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავეცანი სასკოლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას, რომელიც დამეხმარება პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოვახდინო მშობლების, მოსწავლეების და ა.შ. ინფორმირება ჩვენს მიერ დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობასთან დაკავშირებით. შემდეგ გავეცანი ბროშურების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel-ის სახელმძღვანელოში. წარმოვადგინეთ საპროექტო იდეები. ვიმუშავეთ ბროშურის მომზადებაზე

 მე ვფიქრობ,რომ პროექტისთვის ჩემს მიერ არჩეული თემა -
,,ფოტოაპარატი''მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება.ალბათ ხალისით შეუდგებიან მუშაობას,განსაკუთრების მასშემდეგ,რაც წავუკითხავ ხათუნა კალატოზიშვილის მხატვრულ ტექსტს ,,ფოტოაპარატი''.ჩემი მიზანია: ,,ეცადო შეამჩნიო შეუმჩნეველი''(მოსწავლეები საკუთარი შეხედულებისამებრ წარმოადგენენ ფოტოს,მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ი ავტორობით)  და მარტივი მიზნობრივი ტექსტის შექმნა,უკვე მოსწავლეების მიერ გადაღებულ ფოტოზე.
მაინტერესებს ,რას ფიქრობთ ამ ყოველივეზე ,როგორ გგონიათ, რამდენად სწორედ შევარჩიე თემა მესამეკლასელებისათვის? ველი რჩევას. 
დიდი მადლობა!  :) :) 

Intel-ის ტრენიბგის პირველი დღე

16.06.2016 წ.

1 დღე

პირველ სამუშაო დღეს გავეცანი პროექტის გეგმას, ვნახე ინტელის მიერ მომზადებული ვიდეოფაილი. ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის მიზნით შევქმენი საქაღალდე. გავეცანი 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამის შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან გადმოვიტანე პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევინახე  შეფასებების საქაღალდეში. გავეცანი პროექტის გეგმას და შესაბამისად შევინახე სასწავლო პროექტის გეგმაში. ასევე მოხდა პორტფოლიოს რუბრიკის გაცნობა და შემდეგ გავეცანი პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს