среда, 6 июля 2016 г.

Intel - ის ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.  ჩვენი 9 დღის მუშაობის შეჯამება.ტრენერმა კენჭისყით დაადგინა რიგითობა.მე რიგით მესამე ვიყავი და წარმოვადგინე ჩემი პროექტი,მაში შემავალი ყველა დავალება.პრეზენტაზიამ კარგად ჩაიარა,მქონდა ხარვეზები,მითითებები მივიღე და დღის ბოლოს ,ჩასწორებული ვარიანტით ჩემი სახელი და გვარის პორტფოლიო ავტვირთე ჩემსავე ბლოგზე. ჩემმა კოლეგა პედაგოგებმა საოცრად შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეს.წარმატებებს ვუსურვებ ყველას,მართლა დიდი შრომა გასწიეს.ხოლო,რაც შეეხება ტრენერს,ნამდვილი საოცრებააა.უბრალოდ,მე არ ვიცი,არ მეგულება მსგავსი გულისხმიერი ადამიანი.პირადი არაფერი იფიქროთ,ის მხოლოდ ტრენერია ჩემთვის,ტრენერი - მისაბაძი ადამიანი:შრომისმოყვარე,გულისხმიერი, საოცრად მცოდნე თავისი საქმის და რაც მთავარია,ისეთი მთხრობელია,რომლის მოსმენაც არასოდეს არ დაგღლის.
დიდი მადლობა ...

понедельник, 4 июля 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობა და მნიშველობა. სპეციალურ საჭიროებებზე, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებზე. განვსაზღვრეთ ,რამდენად შევძლებდით დაგეგმილი პროექტის განხორციელბისას სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებას ...ვიმუშავე ჩემი სახელი და გვარის პორტფოლიოში პროექტის გეგმის საქაღალდეში,გრეთვე საქაღალდეში სასწავლ პროექტის დამხმარე-ში  ჩამოვტვირთეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული დავალებების შაბლონები.

пятница, 1 июля 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავე მოდული 5.გავიხსენე,რა მაქვს განთავსებული ჩემი პორტფოლიოს საქაღალდეში  - პროექტის გეგმა.ვნახე მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები და მივიღე რეკომენდაციები.ქაღალდეში შეფასებები   შევიტანე შემდეგი შაბლონები: მოსწავლის შეფასება,კოლაბორაციული შეფასება,თანატოლთა უკუკავშირის ფორმა,კრიტერიუმების ჩამონათვალი.
ჩემი ძლიერი მხარე: შეფასებების არსი , ვფიქრობ სწორედ გავიგე.

ჩავინიშნე დავალება: შეფასებების საქაღალდეში დავასრულო დაწყებული საქმე.აქტივობები დავწერო დეტალურად.

среда, 29 июня 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვისწავლე,როგორ ავტვირთო პრეზენტაცია ბლოგზე.ავტვირთე საკუთარი პრეზენტაცია. ვიმუშავე მოდული 4 -ში სასწავლო ნიმუშის შექმნაზე.განვსაზღვრე  პროექტის აქტივობები ჯგუფებში მუშაობისას.დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ დაგეგმილი აქტივობები. ვიმუშავე მოსწავლის ნიმუშზე პრეზენტაციის შაბლონში.ჩავინიშნე დავალება: დავასრულო პრეზენტაცია.მოვამზადო მოსწავლის გაზეთი.გეგმის შაბლონში შევავსო მოსწავლის წინარე ცოდნა. დავიწყო სასწავლო პროცედურების შევსება.

понедельник, 27 июня 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეხუთე დღე


27.06.2016 წ .
მეხუთე დღე დავიწყეთ განვლილი 4 სატრენინგო დღის გახსენებით,თუ რა შევქმენი,რა ვისწავლე და ა.შ.ვიმუშავე პრეზენტაციის შაბლოში ,ტრენერის დახმარებით დავწყვილდით და ვიმუშავეთ წყვილებში. მოვახდინეთ უკუკავშირი.
გავეცანი რა არის პირადი და საავტორო უფლებები. გადმოვწერე ინტერნეტიდან გამოყენებული ლიტერატურის დასაავტორო უფლებების  შაბლონებირომლებშიც ასახულია გამოყენებული ლიტერატურის წყაროები და შევინახე შესაბამის საქაღალდეში.
ვნახე ,როგორ ვიმუშავებდი ბლოგზე ინსტრუმენტების გამოყენებით.ბლოგს შევურჩიე ფონებივისწავლე სათაურის შეცვლა,blog post-ის სახელის შეცვლაბლოგის წაშლა და აღდგენა.გავეცანი პრაქტიკულ და თეორიულ
ინფორმაციას გაჯეტების შესახებ.პრაქტიკულად შევასრულე და დავამატე ბლოგზე 
გაჯეტებიასევე ვისწავლე ბლოგის მისამართის გაგზავნალინკად გადაქცევა და ლინკიდან გახსნა.ფოტოების განთავსება.
ჩავინიშნე დავალება,რომელიც შემდეგში მდგომარეობს: Intel-ის სასწავლო კურსის რესურსებში კიდევ ერთხელ ვნახო და გავეცნო: საავტორო უფლებებს;საავტორო უფლებების ნებართვის წერილებს და  დაწყებითი კლასის შესაბამის მაგალითებს.
აგრეთვე,  სისრულეში მოვიყვანო  პროექტის პრეზენტაცია,რომელიც შენახული მაქვს პირად პორტფოლიოში სასწავლო პროექტის გეგმის საქაღალდეში.
 აქვე მიჩნდება შეკითხვა: - სად შემიძლია ამდენი?! :)  :* 

воскресенье, 26 июня 2016 г.

Intel-ის ტრენინგის მეოთხე დღე


მეოთხე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით,რომელიც მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხევს შეეხებოდა.ვიმუშავე  შეფასების ინსტრუმენტებზე. შევარჩიე ისეთი ინსტრუმენტები,რომელიც დამეხმარება წინარე ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში.ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს.

среда, 22 июня 2016 г.

Intel - ის ტრენინგის მესამე დღე

დღეს დავესწარი ტრენინგის მე-3 დღეს. ვიმუშავეთ მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინება, სადაც განვიხილეთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა, მიმართულების საკვანძო კითხვები, სტანდარტები და ინდიკატორები.


ვფიქრობ, დღე მართლაც ნაყოფიერი და სასარგებლო იყო, რადგან უფრო კარგად გავერკვიე საკითხთან დაკავშირებულ დეტალებში.ვნახეთ დოკუმენტი 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე,  ...-ს მიხედვით ჩვენი პროექტისათვის შევარჩიეთ სტანდარტები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. ვისაუბრეთ მიზნებზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები, გავეცანით ბლუმის განახლებული ტაქსონომიის დოკუმენტს. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და ვივარჯიშეთ მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაში. საშინაო დავალებად მოცემული გვაქვს მოვიფიქროთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.