среда, 6 июля 2016 г.

Intel - ის ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.  ჩვენი 9 დღის მუშაობის შეჯამება.ტრენერმა კენჭისყით დაადგინა რიგითობა.მე რიგით მესამე ვიყავი და წარმოვადგინე ჩემი პროექტი,მაში შემავალი ყველა დავალება.პრეზენტაზიამ კარგად ჩაიარა,მქონდა ხარვეზები,მითითებები მივიღე და დღის ბოლოს ,ჩასწორებული ვარიანტით ჩემი სახელი და გვარის პორტფოლიო ავტვირთე ჩემსავე ბლოგზე. ჩემმა კოლეგა პედაგოგებმა საოცრად შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეს.წარმატებებს ვუსურვებ ყველას,მართლა დიდი შრომა გასწიეს.ხოლო,რაც შეეხება ტრენერს,ნამდვილი საოცრებააა.უბრალოდ,მე არ ვიცი,არ მეგულება მსგავსი გულისხმიერი ადამიანი.პირადი არაფერი იფიქროთ,ის მხოლოდ ტრენერია ჩემთვის,ტრენერი - მისაბაძი ადამიანი:შრომისმოყვარე,გულისხმიერი, საოცრად მცოდნე თავისი საქმის და რაც მთავარია,ისეთი მთხრობელია,რომლის მოსმენაც არასოდეს არ დაგღლის.
დიდი მადლობა ...

Комментариев нет:

Отправить комментарий