დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ჩვენი 9 დღის მუშაობის შეჯამება.ტრენერმა კენჭისყით დაადგინა რიგითობა.მე რიგით მესამე ვიყავი და წარმოვადგინე ჩემი პროექტი,მაში შემავალი ყველა დავალება.პრეზენტაზიამ კარგად ჩაიარა,მქონდა ხარვეზები,მითითებები მივიღე და დღის ბოლოს ,ჩასწორებული ვარიანტით ჩემი სახელი და გვარის პორტფოლიო ავტვირთე ჩემსავე ბლოგზე. ჩემმა კოლეგა პედაგოგებმა საოცრად შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეს.წარმატებებს ვუსურვებ ყველას,მართლა დიდი შრომა გასწიეს.ხოლო,რაც შეეხება ტრენერს,ნამდვილი საოცრებააა.უბრალოდ,მე არ ვიცი,არ მეგულება მსგავსი გულისხმიერი ადამიანი.პირადი არაფერი იფიქროთ,ის მხოლოდ ტრენერია ჩემთვის,ტრენერი - მისაბაძი ადამიანი:შრომისმოყვარე,გულისხმიერი, საოცრად მცოდნე თავისი საქმის და რაც მთავარია,ისეთი მთხრობელია,რომლის მოსმენაც არასოდეს არ დაგღლის.
დიდი მადლობა ...
среда, 6 июля 2016 г.
понедельник, 4 июля 2016 г.
Intel-ის ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობა და მნიშველობა. სპეციალურ საჭიროებებზე, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებზე. განვსაზღვრეთ ,რამდენად შევძლებდით დაგეგმილი პროექტის განხორციელბისას სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებას ...ვიმუშავე ჩემი სახელი და გვარის პორტფოლიოში პროექტის გეგმის საქაღალდეში,გრეთვე საქაღალდეში სასწავლ პროექტის დამხმარე-ში ჩამოვტვირთეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული დავალებების შაბლონები.
пятница, 1 июля 2016 г.
Intel-ის ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ვიმუშავე მოდული 5.გავიხსენე,რა მაქვს განთავსებული ჩემი პორტფოლიოს საქაღალდეში - პროექტის გეგმა.ვნახე მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები და მივიღე რეკომენდაციები.ქაღალდეში შეფასებები შევიტანე შემდეგი შაბლონები: მოსწავლის შეფასება,კოლაბორაციული შეფასება,თანატოლთა უკუკავშირის ფორმა,კრიტერიუმების ჩამონათვალი.
ჩემი ძლიერი მხარე: შეფასებების არსი , ვფიქრობ სწორედ გავიგე.
ჩავინიშნე დავალება: შეფასებების საქაღალდეში დავასრულო დაწყებული საქმე.აქტივობები დავწერო დეტალურად.
ჩემი ძლიერი მხარე: შეფასებების არსი , ვფიქრობ სწორედ გავიგე.
ჩავინიშნე დავალება: შეფასებების საქაღალდეში დავასრულო დაწყებული საქმე.აქტივობები დავწერო დეტალურად.
Подписаться на:
Сообщения (Atom)